საწყისი გვერდი სამიტის შესახებ პროგრამა ინფორმაცია მონაწილეებისთვის როგორ ვეწვიოთ დაგვიკავშირდით  

 

 

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
სამიტში მონაწილეობა შეუძლიათ ტრადიციული რეწვის ადგილობრივ და საერთაშორისო ოსტატებს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, დიზაინერებს, საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებს.

სამიტზე წარმოდგენილი პროდუქცია უნდა იყოს ხელნაკეთი ან ხელით დასრულებული.

რას გვთავაზობს სამიტი?


სამიტი წარმოადგენს ტრადიციული რეწვის და დიზაინერული პროდუქციის პირველ საერთაშორისო ბაზრობას კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას, მიიღონ უკუკავშირი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და მოიძიონ ახალი ბაზარი.

ტრადიციული რეწვის და დიზაინის ექსპერტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ვაჭრობაში და მომიჯნავე ბიზნესში, კულტურულ ტურიზმში ჩართულ პირებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს სამიტი სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნონ როგორც ტრადიციული რეწვის ადგილობრივ და საერთაშორისო ნაწარმს, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ინოვაციურ დიზაინს. მათ შესაძლბლობა ექნებათ უშუალო კავშირები დაამყარონ მწარმოებლებთან, გააცნონ მათ თავიანთი მოთხოვნები.

სამიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო ექსპოში
  • მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ექსპერტის ტრენინგში პროდუქციის განვითარების, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ
  • მონაწილეობა მიიღონ საკომუნიკაციო შეხვედრებში
  • დაფიქსირდნენ სამიტის კატალოგში
  • მონაწილეობა მიიღონ კონკურსში „სტენდის საუკეთესო დიზაინი“

სამიტში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება დასრულებულია!
ყველა შერჩეული კანდიდატს დაეგზავნა შეტყობინება 2016 წლის 10 ივლისისთვის.
ყველა მონაწილე სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღებს სამიტის დეტალურ პროგრამას.

სტენდების აღჭურვა და დაშლა
სტენდებზე პროდუქციის შეტანა და ექსპოზიციის მოწყობა მონაწილეებს შეუძლიათ 2016 წლის 22 სექტემბერს. სტენდებიდან პროდუქცია სრულად უნდა იქნას გატანილი სამიტის დახურვის დღეს 2016 წლის 25 სექტემბერს საღამოს 19:00 საათის შემდეგ. ყველა მონაწილე სტენდის დაკავებამდე უნდა დარეგისტრირდეს სამიტის ოფისში, რომელიც განთავსებული იქნება მე-6 პავილიონში.


ტრანსპორტი
ყველა მონაწილეს შეუძლია ისარეგებლოს უფასო ავტობუსებით, რომლებიც დილა საღამოს იმიძრავებენ მელიქიშვილის გამზირიდან ექსპოჯორჯიისკენ და პირიქით. ავტობუსების განრიგი მალე განთავსდება უახლოვეს


აღჭურვილობა
თითოეული სტენდი აღჭირვილი იქნება 1 მაგიდით, 2 სკამით, 1 თაროთი, სანაგვე ყუთით და განათებით. თუ გსურთ დამატებითი აღჭურვილობის ქირაობა გთხოვთ სამიტამდე 14 დღით ადრე მოაწოდოთ თქვენი მოთხოვნა სამიტის საორგანიზაციო კომიტეტს. იხილეთ კატალოგი და ფასები. მონაწილეებს შეუძლიათ სტენდებზე გამოიყენონ საკუთარი ინვენტარი


კატალოგი
სამიტის კატალოგი მზადების პროცესშია. თითოეული მონაწილე მიიღებს კატალოგის 1 უფასო ეგზემპლიარს.

ტრენინგები და საკომუნიკაციო შეხვედრები
ტრენინგებისთვის შერჩეული მონაწილეებს დეტალები ეცნობებათ უახლოეს მომავალში.


გადმოტვირთეთ დამატებითი ინვენტარის
კატალოგი და განფასებები

 

 

 

 

 

 

 

ექსპოჯორჯიის რუკა

 

 

©Georgian Arts & Culture Center
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ნიკო ნიკოლაძის 7,თბილისი, 0108, საქართველო
ტელ.:995 32 2931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org